NewPosTT

დროული ინფორმაცია

მეტროში მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა – საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია

თბილისის მეტროში, საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია. მეტრო სადგურ ვაჟაზე-ფშაველაზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში “პრაიმტაიმს”  განუცხადეს, რომ  მგზავრი ცოცხალი ამოიყვანეს და ის კლინიაკშია გადაყვანილი.

ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებულები.

დამატებითი დეტალები უცნობია.

ასევე ნახეთ: