AJARATIMES.GE-ის ინფორმაციით, ქობულეთში დღეს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. შემოვლით გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავდა სამი ადამიანი. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
მეორე შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმშიც. ფარნავაზ მეფისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე. დაშავდა არასრულწლოვანი, რომელიც სხვადასხვა ტრამვით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.