ძაღლის გამო დაწყებული ჩხუბი მკვლელობით დასრულდა – 62 წლის კაცმა მეზობელი დანით აჩეხა

კუკიის დასახლებაში მომხდარ სისხლიან ანგარიშსწორება ძაღლის გამო დაწყბულ ჩხუბს უკავშირდება.

62 წლის მამაკაცმა მეზობელი დანით აჩეხა და დგილიდან მიიმალა. მანუჩარ წიკლაური გულში და არტერიაში მიყენებული ჭრილობებით  სისხლისგან დაიცალა და ექიმების მისვლამდე გარდაიცვალა.

ტვ პირვლის ინფორმაციით, ოლეგ გოგიბერიძე მეზობლისგან ძაღლის ჩუქებას ითხოვდა. უარის მიღების შემდეგ კი 49 წლის კაცს სასტიკად გაუსწორდა.

ადგილობრივები, რომლებიც მომხდარს შეესწრნენ, “პირველებთან” ამბობენ, რომ დაკავებული სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე ნახეთ: