მოქალაქე, რომელიც დღეს მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველაზე ლიანდაგებში ჩავარდა, Ambebi.ge-ს ინფორმაციით, 16 წლის მოზარდი ბიჭია. ის “კავკასიის სამედიცინო ცენტრში” გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
როგორც კლინიკაში გვეუბნებიან, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
“პაციენტი რჩება კრიტიკულად მძიმე, მას სასწრაფოდ ჩაუტარდა რთული ოპერაცია. საჭიროა ახალგაზრდის მდგომარეობის დასტაბილურება”, – აცხადებენ “კავკასიის სამედიცინო ცენტრში”.
ცნობისთვის, შემთხვევა დღეს, 21 ივნისს, დილით მოხდა. მოქალაქე ლიანდაგებიდან საგანგებო-სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.
ასევე ნახეთ: