შეერთებულმა შტატებმა რუსეთის დახმარების გამო 300-ზე მეტი ფიზიკური და იურიდიული პირი დაასანქცირა, – ამის შესახებ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტი იტყობინება.
სანქციები უწესდებათ როგორც რუსეთში, ასევე მის საზღვრებს გარეთ, მათ შორის აზიაში, ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში, აფრიკაში, ცენტრალურ აზიასა და კარიბის ზღვის აუზში მყოფ პირებსა და კომპანიებს.