თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ევროპის რეგიონთა ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა. რიჟვაძემ ევროპის რეგიონთა ასამბლეასთან თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრას ევროპის რეგიონთა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, დავით ბაციკაძეც ესწრებოდა. შეხვედრა ასამბლეის შავი ზღვის მე-8 სამიტის ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ბათუმი მასპინძლობს.