პრეზიდენტმა კიდევ ერთ კანონპროექტა დაადო ვეტო

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ვეტო და­ა­დო “სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში“ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლი­თაც ცეს­კოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად სა­ჭი­რო 2/3-იანი კვო­რუ­მი მცირ­დე­ბა სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ­დე. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­რცე­ლებს.

“ცვლი­ლე­ბით უქ­მდე­ბა ცეს­კო­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­სა­ღე­ბად პარ­ტი­ებს შო­რის კონ­სენ­სუ­სის სა­ჭი­რო­ე­ბა და მმარ­თველ პარ­ტი­ას უჩ­ნდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა პრაქ­ტი­კუ­ლად ერ­თპარ­ტი­უ­ლად მი­ი­ღოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი.

ასე­ვე, პრე­ზი­დენ­ტმა ხელი მო­ა­წე­რა “ან­ტი­კო­რუფ­ცი­ულ კა­ნონ­ში” ცვლი­ლე­ბე­ბის პა­კეტს თუმ­ცა, მი­იჩ­ნევს, რომ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ფა­სა­დუ­რი და ფრაგ­მენ­ტუ­ლია, ვერ პა­სუ­ხობს ევ­რო­კო­მი­სი­ის მო­თხოვ­ნებს, ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გახ­სნი­სათ­ვის 9 პი­რო­ბი­დან ერთ-ერთს, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის შემ­დგომ ხელ­შე­წყო­ბა­სა და მისი ინ­სტი­ტუ­ცი­უ­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

“ქარ­თულ ქარ­ტი­ა­ში“ ან­ტი­კო­რუფ­ცი­უ­ლი ბი­უ­როს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლია მისი სის­ტე­მუ­რი რე­ფორ­მა: ხელ­მძღვა­ნე­ლის არ­ჩე­ვა პარ­ლა­მენ­ტის მიერ და ბი­უ­როს­თვის სა­გა­მო­ძი­ე­ბო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის მი­ნი­ჭე­ბა.

დღე­ვან­დე­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბით, ბი­უ­როს ხელ­მძღვა­ნელს ნიშ­ნავს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, ასე­ვე ბი­უ­როს ენი­ჭე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წარ­მო­ე­ბის რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში, მათ შო­რის, ფი­ზი­კუ­რი პი­რის გა­მო­კი­თხვა, მა­გის­ტრა­ტი მო­სა­მარ­თლის წი­ნა­შე და­კი­თხვა; პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის, მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კა­ტე­გო­რი­ის პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა გა­მო­თხო­ვა, რაც სა­ჭი­რო­ებს კი­დევ უფრო მეტ და­სა­ბუ­თე­ბას, რათა არ მოხ­დეს კა­ნო­ნის შერ­ჩე­ვი­თად გა­მო­ყე­ნე­ბა და ბი­უ­რო არ იქ­ცეს პარ­ტი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სა­დამ­სჯე­ლო ია­რა­ღად ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.