European Best Destinations-მა ბათუმი ინვესტირებისთვის ევროპის 10 საუკეთესო მიმართულებას შორის დაასახელა, როგორც ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის საუკეთესო.
European Best Destinations-მა 2024 წლის საინვესტიციო მიმართულებები ისეთი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოავლინა, როგორებიცაა საგადასახადო შეღავათები, კვადრატულ მეტრის ღირებულება, მზიანი დღეები რაოდენობა, უნივერსიტეტთან, აეროპორტებთან და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან სიახლოვე, მწვანე ფართების რაოდენობა კვადრატულ მეტრზე, სამეწარმეო თავისუფლებისა და ბედნიერების ინდექსები.
ბათუმთან დაკავშირებით საუბარია საგადასახადო შეღავათებთან და ბიზნესის დაწყების სიმარტივესთან დაკავშირებით.
“თქვენ მუდმივად გაინტერესებთ, რომელია შემდეგი მოდური მიმართულება ტურიზმის ინდუსტრიაში ინვესტირებისთვის, მეორე სახლის შესაძენად, IT ან ტურისტული კომპანიის დასაარსებლად – პასუხი არის ბათუმი.
აჭარის რეგიონი ინვესტორების მოსაზიდად მრავალ საგადასახადო შეღავათს გთავაზობთ. კერძოდ, ის უზრუნველყოფს ინვესტორების უფლებას, დაიბრუნონ შემოსავალი გადასახადების დაფარვის შემდგომ, რაც უზრუნველყოფს ბიზნესის კეთების სრულ თავისუფლებას. ამას ემატება ძალიან დაბალი საგადასახადო განაკვეთი, ბიზნესის რეგისტრაცია ერთ დღეში და ინვესტიციის მაღალი ანაზღაურება (10-13% უძრავი ქონების და ტურისტული ინდუსტრიის ინვესტიციებისთვის).
ბათუმში ბიზნესის დაწყება ისეთივე მარტივია, როგორც კარის გაღება. არანაირი ფორმალობა, არანაირი ადმინისტრაციული დოკუმენტაცია. უძრავი ქონების ფასი ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველია ევროპაში, 1000 ევრო კვადრატულ მეტრზე, ცენტრალურ უბანში, ცხოვრების ღირებულებისა და ევროპაში დანაშაულის ძალიან დაბალ მაჩვენებელთან ერთად (ბათუმში 25%, რაც ორჯერ ნაკლებია ვიდრე ლონდონის 63%). ფიზიკური პირებისთვის ან კომპანიებისთვის არსებობს მარტივი კანონი, ქონების გადასახადზე კომპანიების დაბეგვრა ხდება 1%-იანი განაკვეთით, ხოლო ხშირ შემთხვევაში ქონების გადასახადი შეადგენს საბაზრო ღირებულების 0,05-დან 0,2%-მდე”, – წერს European Best Destinations.
European Best Destinations-ის თანახმად, ევროპის The 10 საინვესტიციო მიმართულება შემდეგია:
- მონაკო
- ჟენევა
- ბათუმი
- ნიცა
- მადეირა
- პარიზი
- ვარშავა
- ლა გომერა
- ლუვენი
- მილანი