გიორგი მიქაუტაძემ ვესტ ჰემსა და ლანსს უარი უთხრა – ქართველი ფეხბურთელის გადაბირებას ახლა მონაკო და რომა ცდილობს. RomaPress-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი იტალიური კლუბის კონკრეტული სამიზნეა.
“ვესტ ჰემი” ერთი-ერთი წონადი კანდიდატი იყო, რომელიც სერიოზულად ინტერესდებოდა გიორგი მიქაუტაძის შეძენით. “ჩაქუჩებმა” 20 მილიონი ევროც შესთავაზეს (როცა ფრანგული კლუბი სულ მცირე 17 მილიონს ითხოვს) “მეცს”, მაგრამ…
აღმოჩნდა, რომ ეს ტრანსფერი არ გამოვა. როგორც Le10sport წერს, მიზეზი თავად მიქაუტაძეა – საქართველოს ნაკრების ფორვარდსა და ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ბომბარდირს ევროტურნირებზე თამაში სურს.
შესაბამისად, მიქაუტაძე ისეთ კლუბში გადავა, სადაც ევროთასებზე თამაშის პერსპექტივა ექნება. აქედან გამომდინარე, რჩება ორი რეალური ვარიანტი – “მონაკო” და “რომა”. წესით, ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს…