ბათუმში 26 წლის ბიჭი დაუნდობლად მოკლეს. გარდაცვლილი აჩი წუწუნავაა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
სავარაუდოდ ბიჭებს შორის ჩხუბი გვიან ღამით მუსიკი მაღალ ხმაზე მოსმენის გამო დაიწყოარაფრის გამო მოკლეს ადამიანი. მუსიკა რომ იყო, ალბათ, მეზობელი გამოსულა და მუსიკა ჩაწიეთ, დაწიეთ ხმა, არ შეიძლება უკვე, უნდა დავისვენოთ, ხალხი მოდის, დღიურად ბინას ქირაობს და ცხოვრობს, ხომ უნდა დაისვენოს, გამოსულა მეზობლის კაცი, ხმა დაუწიეო, ამან ახლა, ვინც მოკლა იმან – შენ რა შუაში ხარ, შენ ვინ ხარ და დაიწყო მაგასთან ჩხუბი, ამას აწყნარებდა თურმე, არ გინდა ჩხუბი, ღამის 3-4 საათი იქნებოდა,“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.