ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ყოფნის დროს, დიმა ობოლაძემ ბუდუ ზივზივაძეს დაურეკა, სადაც მისი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებაზე ისაუბრეს.
ობოლაძემ ზივზივაძეს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდა.
„მგონი ახლა საბოლოოდ დამანებებენ თავს, ეს რომ ეთერში გავა” – აღნიშნა ობოლაძემ.
ბუდუ ზივზივაძემ კი ტელეწამყვანს ბოდიში მოუხადა:
„ჩვენგან თუ რამე იყო ბოდიში…” – უთხრა პირდაპირი ჩართვის დროს ფეხბურთელმა დიმა ობოლაძეს.
2 ივლისს, ტელეიმედის სპორტული ჟურნალისტის დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს მან ქართველი ფეხბურთელების საზეიმო დაჯილდოების ცერემონიაზე ბუდუ ზივზივაძეს სიტყვა არ მისცა.
ვიდეოს მალევე გამოეხმაურა დიმა ობოლაძე, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
მოგვიანებით, თავად ბუდუ ზივზივაძე დიმიტრი ობოლაძის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და საზოგადოებას მოუწოდა ობოლაძეზე უარყოფით კომენტარებისგან თავი შეიკავონ.