რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი ევროპის ჩემპიონატზე თურქი გულშემატკივრის სიმრავლეზე

ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, პირ­ველ, ის­ტო­რი­ულ მატჩს სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბი თურ­ქე­თის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. მატ­ჩი 18 ივ­ნისს, დორ­ტმუნდში უნდა გა­ი­მარ­თოს, ქა­ლაქ­ში კი თურ­ქი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის სიმ­რავ­ლეა, რის შე­სა­ხე­ბაც ჩვე­ნი გუნ­დის მე­კა­რეს, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილს ჰკი­თხეს. მისი პა­სუ­ხი კი ასე­თი იყო:

  • “ჩემ­თვის ერთი ქარ­თვე­ლი უდ­რის 20 თურ­ქს, ამი­ტომ არ მე­ში­ნია. ძა­ლი­ან დიდ ენერ­გი­ას და მხარ­და­ჭე­რას ვგრძნობ თი­თო­ე­უ­ლი ქარ­თვე­ლის­გან, ვი­ცით რომ ყვე­ლა მთე­ლი გუ­ლით გვგულ­შე­მატ­კივ­რობს, ჩვენც აუ­ცი­ლებ­ლად ვეც­დე­ბით მათ გა­ხა­რე­ბას და ჯგუ­ფი­დან გას­ვლას”, – ამ­ბობს მა­მარ­დაშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, ევ­რო­პის 2024 წლის ჩემ­პი­ო­ნა­ტი დღეს, 14 ივ­ნისს იწყე­ბა. ჩემ­პი­ო­ნა­ტი მას­პინ­ძე­ლი გერ­მა­ნი­ი­სა და შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბით გა­იხ­სნე­ბა.