“ვიღაც ბრიყვები ყოველდღიურად მაკრიტიკებენ, ბოდიში ამ ტონისთვის, თუმცა ამ ყველაფრის გამო ბოლო დღეებია ცუდ განწყობაზე ვარ… პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ“ – ვილი სანიოლი

26 ივ­ნისს, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტის ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბოლო ტურ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი პორ­ტუ­გა­ლი­ას და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მო­მა­ვა­ლი მატ­ჩის წინ ჩა­ტა­რე­ბულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის კი­თხვებს ჩვე­ნი გუნ­დის მწვრთნელ­მა ვილი სა­ნი­ოლ­მა უპა­სუ­ხა.

სა­ნი­ოლ­მა კი­თხვას, თუ რა­ტომ რა­ტომ აქვს ბუდუ ზივ­ზი­ვა­ძეს ცოტა სა­თა­მა­შო დრო, საკ­მა­ოდ მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბით უპა­სუ­ხა:

“თქვენ იცით, რომ ის გუნ­დის ნა­წი­ლია. მან ითა­მა­შა თურ­ქეთ­თან რამ­დე­ნი­მე წუთი. მე სხვა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე ჩე­ხე­თის ნაკ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

პორ­ტუ­გა­ლი­ას­თან თა­მა­შის­თვის ჯერ არა­ფე­რია გა­და­წყვე­ტი­ლი. თქვენ ამას პო­ლი­ტი­კას უკავ­ში­რებთ, მაგ­რამ მე მირ­ჩევ­ნია ამ ყვე­ლაფ­რის­გან შორს ვიყო. რად­გან მსურს მი­ვი­ღო სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც მხო­ლოდ სა­ფეხ­ბურ­თო ფაქ­ტებ­ზე იქ­ნე­ბა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი.

თუმ­ცა, ეს ცოტა სა­სა­ცი­ლოა, რად­გან მახ­სოვს 6-7 თვის ბევ­რი მაკ­რი­ტი­კებ­და, რო­დე­საც მი­ქა­უ­ტა­ძე დავ­ტო­ვე სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე და ბუდუ ვა­თა­მა­შე. ახლა ვი­ღაც ბრიყ­ვე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად მაკ­რი­ტი­კე­ბენ… ისევ გა­ვი­მე­ო­რებ, ვი­ღაც ბრიყ­ვე­ბი მაკ­რი­ტი­კე­ბენ სა­ფეხ­ბურ­თო მი­ზე­ზე­ბის გა­რე­შე და არ შე­მიძ­ლია ამის მი­ღე­ბა. პო­ლი­ტი­კის­გან ძა­ლი­ან შორს ვარ. ბო­დიშს ვიხ­დი ამ ტო­ნის­თვის, თუმ­ცა ამ ყვე­ლაფ­რის გამო ბოლო დღე­ე­ბია ცუდ გან­წყო­ბა­ზე ვარ” – გა­ნა­ცხა­და ვილი სა­ნი­ოლ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის თქმით, კი­ტე­იშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო – პორ­ტუ­გა­ლი­ის მატ­ჩის­თვის მზად იქ­ნე­ბა:

“კი­ტე­იშ­ვი­ლი მე­სა­მე მატ­ჩის­თვის მზად იქ­ნე­ბა. ჩვენ აქ ვართ და უფრო მეტი გვსურს. პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მდეგ თა­მა­ში რთუ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ, რათა შემ­დეგ ეტაპ­ზე გა­ვი­დეთ! მე­სა­მე ტუ­რის წინ შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვლის შან­სი გვაქვს. ვღე­ლავთ და გვი­ხა­რია.

ჩვენ 26 ფეხ­ბურ­თე­ლი გვყავს და გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა. ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი სა­უბ­რე­ბი გვეს­მო­და. კარ­გია, რომ აქ ვართ და კარ­გად განვვი­თარ­დით. სი­გუა ჩვენ­თან მე­ო­რე­დაა. ის მზარ­დი მო­თა­მა­შეა”.

იხი­ლეთ ასე­ვე: