გიორგი გახელაძის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული – ვინ ამოიცნო პროფესორის ცხედარი?

ილიაუნის პროფესორის, გიორგი გახელაძის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც გახელაძის ცხედარი იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

პროფესორი გიორგი გახელაძე, რომელსაც რამდენიმე დღე ეძებდნენ, კუს ტბის სიახლოვეს გარდაცვლილი იპოვეს. კაცი მისმა ძმამ, ლევან გახელაძემ ამოიცნო.

კუს ტბის მიმდებარე ტერიტორია მოხალისეებმა ოჯახის წევრებთან ერთად 21 ივნისს დაათვალიერეს. 57 წლის მამაკაცის სამძებრო სამუშაოებში 100-მდე მოხალისე იყო ჩართული, ისინი 5-5 ჯგუფად იყვნენ გადანაწილებული და ეძებდნენ პროფესორს.