ასხის მთაზე მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი ნიკოლოზ ფაილოძეა.
შეგახსენებთ, რომ ასხის მთაზე, მწყემსმა მწყემსი მოკლა. მწყემსებს შორის დაპირისპირება, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება. მოკლულია მარტვილის მკვიდრი ახალგაზრდა მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს. ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული. მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
მარტვილში მკვლელობა მოხდა. მწყემსებს შორის დაპირისპირება ასხის მთაზე მოხდა და ის, სავარაუდოდ, საქონლის გაყოფას უკავშირდება.
მოკლულია მარტვილის მკვიდრი, 30 წლის მამაკაცი. ამასთან, დაჭრილია მისი მეგობარი, რომელიც მკურნალობას კლინიკაში განაგრძობს.