კიევში, ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი გარდაცვლილი 30 წლის ექიმი სვეტლანა ლუკიანჩუკია. ინფორმაცია “ტელეგრამის” არხზე ლვოვის მერმა ანდრეი სადოვმა გაავრცელა.
ახალგაზრდა ექიმი ლვოვში დაიბადა. გოგონა ობოლი იყო და დეიდამ გაზარდა. სამედიცინო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ბავშვთა საავადმყოფოში ნეფროლოგად მუშაობდა.
“სვეტლანას ლვოვში დაკრძალავენ მშობლების მახლობლად, გოლოსკოვსკის სასაფლაოზე”, – წერს სადოვი.
- რა არის ამ დროისთვის ცნობილი ოხმატდიტის ტრაგედიაზე?
8 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს. ოხმატდიტის ბავშვთა საავადმყოფო მტრის ცეცხლის ქვეშ მოექცა.
მალევე კიევში მწვანე დერეფანი მოეწყო, რომლის საშუალებითაც კლინიკაში მწოლიარე ბავშვები მარცხენა სანაპიროზე გადაიყვნეს.
ბოლო ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად მთელს კიევში დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა და 61 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“კიევში 20 ადამიანი დაიღუპა და 61 დაშავდა. კერძოდ, “ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოს ტერიტორიაზე 2 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. 4 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 3 ბავშვია“, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
- ნახეთ ასევე: