თავისუფლების მოედანზე საქართველოს ეროვნული ნაკრების საზეიმო დახვედრის ცერემონიალს საქართველოს ნაკრების მხოლოდ ორი მოთამაშე ვერ დაესწრო – გიორგი მიქაუტაძე და საბა ლობჟანიძე, რომელსაც “ატლანტა იუნაიტედში“ 4 ივლისს „ნიუ ინგლენდ რევოლუშენთან“ თამაში ელის.
გიორგი მიქაუტაძემ თავის არყოფნის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა, სადაც ღონისძიებაზე არყოფნისთვის ბოდიში მოიხადა.